ქ. ბათუმი მე - 15 საჯარო სკოლა, ინტელის ტრენინგი
,,პროექტებით სწავლება"
ტრენერი: გვანცა სალია
დღე პირველი:
ტრენინგი დაიწყო გაცნობით, გარემო კარგი და სასიამოვნო. დავიწყეთ შესწავლა:
1. მოდული - პროექტებით სწავლება.
გვანცამ გაგვაცნო პროექტის მიზნები და ამოცანები. ის კითხვა რომელიც არსებობდა ჩემთვის თუ როგორ ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორ შევქმნა პორტფოლიო, როგორ მოვამზადო პროექტები და კიდევ სხვა, უკვე ვამჩნევ ცოტა ხანში არ მექნება.
ეს მოდული რამდენიმე აქტივობისაგან შედგება:
აქტივობა 1: დასაწყისი
ამ აქტივობაში პირველ რიგში, გაამახვილა ყურადება 21 - ე საუკუნის უნარ - ჩვევებზე. შევისწავლეთ
- სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
- საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
- სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
ამის შემდეგ პორტფოლიოს საქაღალდის შექმნაზე ვივარჯიშეთ, გავეცანით პროექტის შაბლონს და რაც მთავარია შევქმენი ჩემი, ჩემი ანუ ჩემი საკუთარი ბლოგიიიიიი .
სათქმელი, რომ შევაჯამოთ ნამდვილად გავერკვიე ბევრ რამეში და იმედია კიდე ბევრს შევისწავლით.
2014 წლის 25 ივნისი .
მ.კ.წ.
No comments:
Post a Comment